სამაგისტრო პროგრამის დასახელება: პოლიტიკის მეცნიერება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდგომ: პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი / Master of Political Science
პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდგომ: კვლევის მაგისტრი პოლიტიკის მეცნიერებაში/ Master of Research in Political Science
დადგენილების ნომერი: №44/2026 (დანართი №63)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე
სწავლების ენა: ქართული
საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან:
პირველი ნაწილი: კრედიტების მოცულობა - 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 35 კრედიტი (ECTS);
არჩევითი სასწავლო კურსები: 25 კრედიტი (ECTS);
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მეორე ნაწილი: კრედიტების მოცულობა - 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
სავალდებულო სასწავლო კურსები: 20 კრედიტი (ECTS);
არჩევითი სასწავლო კურსები: 10 კრედიტი (ECTS);
სამაგისტრო ნაშრომი: 30 კრედიტი (ECTS).
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - პოლიტიკური მეცნიერება (პირველი ნაწილი) მიზანია:
- სტუდენტს მისცეს სიღრმისეული ცოდნა პოლიტიკის მეცნიერებაში, შესაბამისად მის სუბდისციპლინებში, რათა მან შეძლოს საკუთარი წვლილის შეტანა დარგის განვითარებასა და საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის პროცესში;
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - პოლიტიკური მეცნიერება (მეორე ნაწილი) მიზანია:
- პასუხისმგებლიანი და მოტივირებული დარგის სპეციალისტის მომზადება, რომელსაც აქვს დარგობრივი ცოდნისა და კომპეტენციების დემონსტრირების უნარი, რასაც ის ავლენს დასაქმების ადგილას კონკრეტული პოზიციის ფარგლებში;
- მოამზადოს პოლიტიკის მეცნიერების ღრმა, სისტემური და ინოვაციური ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტი, რომელსაც შეეძლება აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით პოლიტიკის მეცნიერების რომელიმე სუბდისციპლინაში კვლევის დამოუკიდებლად ორგანიზება და ჩატარება; პოლიტიკის მეცნიერებაში ახალი, ინოვაციური იდეების შექმნა და საკუთარი წვლილის შეტანა დარგის განვითარებასა და საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის პროცესში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველ ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და ქვემოთ ჩამოთვლილი გამოცდების საფუძველზე:
- ზეპირი გამოცდა ინგლისურ ენაში (ან დადასტურება შესაბამისი სერთიფიკატით) - B2 დონე (20 %);
- გამოცდა სპეციალობაში (შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე) - წერითი გამოცდა პოლიტიკურ მეცნიერებაში (80 %).
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს (პროგრამის პირველი ნაწილის დასრულებით). ამ ნაწილზე დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი არის სპეციალისტი, რომელმაც სიღრმისეულად აითვისა პოლიტიკური თეორიების, შედარებითი პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მომიჯნავე დისციპლინების სამაგისტრო კურსები და ფლობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების კომპეტენციას.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებული:
- ცოდნა და გაცნობიერება 1.1 სისტემურად აღწერს თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერებაში არსებულ ძირითად თეორიულ მიმართულებებსა და დილემებს; 1.2 აცნობიერებს რა თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერებისა და მისი ცალკეული მიმართულებების ინტერესისა და გავლენის სფეროებს, განმარტავს აქტუალურ საკითხებს უახლესი თეორიების საფუძველზე;
- უნარი 2.1 სხვადასხვა პოლიტიკური პროცესისა და მოვლენის განხილვისას, კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებს; 2.2 კრიტიკულად მიმოიხილავს, აჯამებს და აფასებს პოლიტიკის მეცნიერების რომელიმე სუბდისციპლინაში არსებულ დარგობრივ ლიტერატურას;
- პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა 3.1 აკადემიური წერისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვით, უახლესი ცოდნის გამოყენებით, დამოუკიდებლად პრეზენტაციას დარგობრივ საკითხზე და ეფექტურად, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, წარადგენს აუდიტორიის წინაშე.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (II ნაწილი) დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:
- ცოდნა და გაცნობიერება 1.1 სიღრმისეულად აცნობიერებს რა თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერებისა და მისი ცალკეული მიმართულებების ინტერესისა და გავლენის სფეროებს, განმარტავს აქტუალურ საკითხებს უახლესი თეორიების საფუძველზე. 1.2 სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს პოლიტიკის მეცნიერების კვლევის მეთოდოლოგიის ბუნებასა და შეზღუდვებს.
- უნარი 2.1 კრიტიკულად მიმოიხილავს, აჯამებს და აფასებს პოლიტიკის მეცნიერების რომელიმე სუბდისციპლინაში არსებულ დარგობრივ ლიტერატურას; დამოუკიდებლად მოიძიებს, აორგანიზებს, აღწერს და ინტერპრეტირებს პირველად და პირველად და მეორეულ, რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს; 2.2 დამოუკიდებლად ირჩევს თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერებისთვის აქტუალურ საკვლევ საკითხს, განსაზღვრავს და არგუმენტირებულად ასაბუთებს შერჩეულ კვლევის მეთოდოლოგიასა და თეორიულ ჩარჩოს, აგებს კვლევის დიზაინს, აორგანიზებს და ატარებს საველე სამუშაოებს, გამოკვეთს მისი კვლევის ღირებულებას დარგის განვითარებისთვალსაზრისით;
- პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა 3.1 აკადემიური წერისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვით, უახლესი ცოდნის გამოყენებით, დამოუკიდებლად ამზადებს საკვალიფიკაციო ნაშრომს და ეფექტურად, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით,წარადგენს ზეპირ პრეზენტაციას; 3.2 დარგის განვითარებისა და საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის მიზნით, ეთიკური პრინციპების დაცვით, იყენებს საკუთარი ან/და სხვისი აკადემიური ნაშრომის მიგნებებს.
პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების ფართო ასპარეზი საჯარო სამსახურში, დიპლომატიურ მისიებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლევით ცენტრებში (Think Tanks), მედიასა და კერძო კომპანიების Government Relations (GR) დეპარტამენტებში, ასევე შეეძლებათ აკადემიური კარიერის გაგრძელება სადოქტორო საფეხურზე.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს: საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორი, მედია, PR და კომუნიკაციები.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დამატებით დასაქმდეს: წამყვან და მენეჯერულ პოზიციებზე აკადემიურ და კვლევით ორგანიზაციებში (Think Tanks), სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში (UN, EU, USAID) პოლიტიკის ექსპერტად/მრჩევლად, და კერძო სექტორში პოლიტიკური რისკების ანალიტიკოსად. გარდა ამისა, კურსდამთავრებული სრულად არის მომზადებული სწავლის გასაგრძელებლად სადოქტორო (Ph.D.) საფეხურზე.